|
2017-11-01 09:11:48, 3307 ნახვა
სამართალი
დღეიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები და ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დღეიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შევიდა ძალაში. ასევე ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსრულების ახალი წესი ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება; ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება; საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge; საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა; ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი; ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე; მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით; საყურადღებოა, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. რაც შეეხებ ე.წ. ჭკვიან კამერებს, სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით წელს 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება. ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი ჯარიმდება შემდეგ ფაქტებზე: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა; ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა; სიჩქარის გადაჭარბება; მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება; მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა. სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, ავტომატურ რეჟიმში ეცნობება დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ან აპლიკაციის საშუალებით (მისი არსებობის შემთხვევაში). ვიდეორეგისტრატორების მიერ, ასევე, ფიქსირდება შემდეგი სამართალდარღვევები: უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა; მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა; მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა; სპეცტექნიკის აღჭურვილობის დაყენება/არადანიშნულებით გამოყენება; სანომრე ნიშნის გარეშე ავტომობილის გადაადგილება; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება; პოლიციელის ან მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)