11:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 13:03:12, 1996 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი: მმართველი გუნდის ტენდენციაა, ვეტოდადებული საკითხები ახალ ინიციატივაში გადაიტანოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობის მიერ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების დაწყების პროცესს აფასებს.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდის მოქმედების ტენდენცია არ იცვლება - "ჯერ აგდებენ პრეზიდენტის ვეტოს და შემდგომ, რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ახალ ინიციატივებში".

"ასეა ამ შემთხვევაშიც და ამის ზუსტი მაგალითია საქართველოს ეროვნული ბანკი-სულ ცოტა ხნის წინანდელი მაგალითი, როდესაც ჯერ პრეზიდენტის ვეტო ჩააგდეს და შემდგომ სიტყვასიტყვით გადაიწერა ახალ კანონპროექტში პრეზიდენტის ვეტოში დაფიქსირებული მოსაზრებები. ამ ტენდენციასთან გვაქვს საქმე ახლაც. როგორც ჩანს მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანი არის არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინება, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics