07:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 16:50:58, 2291 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს ბრალდება წაუყენეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს ბრალდება წაუყენეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლ მანაფორტს მის მიმართ წაყენებული ბრალდების გამო ჩაბარება ურჩიეს, თუმცა ამასთან, მედიისთვის ჯერ უცნობია თუ რაში ედება მას ბრალი.

მედიის ცნობით, მანაფორტის გარდა ბრალდება მის ბიზნეს-პარტნიორს რიგ გაიტსსაც წაუყენეს.

როგორც მედია წერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საგამოძიებო კომისია ვარაუდობდა, რომ მანაფორტი სავარაუდოდ გადასახადებს მალავდა და ასევე დაფარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცხოელ კლიენტებს ლობისტური მომსახურება გაუწია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მიმდინარე გამოძიების სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა პირველი ბრალდებები წამოაყენა საქმის ერთი ან რამდენიმე ფიგურანტის მიმართ. თუმცა, ვის წაუყენეს ბრალი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, მარაფორტი ტრამპის საარჩევნო შტაბს 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ის გუნდიდან მას შმდეგ წავიდა, რაც გაირკვა, რომ მარაფორტი ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა და აშშ-ში უკრაინის „რეგიონების პარტიის“ ინტერესებს ლობირებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics