|
2017-10-27 16:14:06, 2388 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
გარდამავალ პერიოდში სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც გენერალური გეგმის პროექტს შეაფასებს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. „ტრანზიციის პირობებში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი. გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის კოეფიციენტების საკითხი. ჩვენ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას და იგივე მოსაზრება გვაქვს, რომ ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს. ეხლაც არის შეზღუდული და ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება რაც შეიძლება მალე მოხდეს და ეს დოკუმენტი ყველანაირად იყოს გამართული. ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რასაც დაეყრდნობა ქალაქის შემდგომი განვითარება. ქაოტური განაშენიანების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ჩვენი მხრიდან ყველა შენიშვნა მიწოდებული იქნება გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის და ერთად გავივლით თუ რისი გათვალისწინება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ძველ თბილისზე, საჯარო სივრცეების განვითარებასა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონების მოწყობაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, ქვეითთა სივრცეების მოწყობაზე და პოლიცენტრული არეალების დადგენაზე. (NS)
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)