10:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 19:26:05, 2151 ნახვა

სამართალი
სასამართლომ პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოში  პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსის ლ.კ.-ს ბრალდების საქმის განხილვა დასრულდა.

სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველინაწილით.

"ლ.კ.-ს ბრალი ედებოდა ადვოკატ გ.მ.-ის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა იმაში, რომ  2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროსქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლ.კ.-ს შეკამათება მოუვიდა ამავე განყოფილებაშიმისულ  ადვოკატ გ.მ-სთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან დ.ბ-ისთვის გაწეული იურიდიული კონსულტაციის - ბრალდებულის მიერდუმილის უფლების არჩევის გამო.  ლ.კ-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ.მ-ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ლ.კ.-ს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

განაჩენის მიღებისა და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics