17:44 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 15:44:55, 2121 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ მერიაში საკადრო ცვლილებები დააანონსა

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება მის გუნდს, როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები და ვინ რა პოზიციას დაიკავებს მერიაში, ამის შესახებ საზოგადოებას ძალიან მალე მიაწვდის ინფორმაციას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები. ძალიან ღია და გამჭვირვალე იქნება ეს პროცესები მთელი ოთხი წლის განმავლობაში. საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება ასევე რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები. ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველას პროფესიონალიზმი იქნას გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ. კანდიდატებს რაც შეეხება, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები, ვინ რა პოზიციას დაიკავებს გუნდში, ამაზე ძალიან მალე მოგახსენებთ დეტალურ ინფორმაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა (51,13%).

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics