07:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 21:07:43, 2068 ნახვა

კომენტარი
კახი კალაძე: თბილისის მოსახლეობას ჩვენი იმედი აქვს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

როგორც კალაძემ  ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, ის მზადაა შრომისთვის, რათა  მოგვარდეს პრობლემები, რომელიც დედაქალაქს ყოველდღიურად აწუხებს:

„დედაქალაქის მოსახლეობას ჩვენი იმედი აქვს. ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას. დაველოდებით ცესკოს  მიერ ხმების დათვლას და რამდენიმე დღეში შევუდგებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, დაფასებისთვის, ერთად შევძლებთ, ვიზეიმოთ გამარჯვებები პრობლემებზე ყოველდღიურ რეჟიმში. მზად ვარ შრომისთვის, იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს, თბილისელებს. დარწმუნებული ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებლ საქმეს“,-განაცხადა კალაძემ.

ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახი კალაძე ლიდერობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics