09:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 14:44:54, 1859 ნახვა

საზოგადოება
ელისაშვილი: საარჩევნო უბნებთან შავებში ჩაცმული ადამიანები დგანან - უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანაა დაქოქილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან შავებში ჩაცმული ადამიანები არიან მობილიზებული.

როგორც ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს აიძულებენ საარჩევნო უბანზე მისვლასა და მმართველი გუნდისთვის ხმის მიცემას.

"ყველა საარჩევნო უბანთან არიან მობილიზებული შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმებით, ფურცლებით. დაარბენინებენ აქეთ-იქით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, გაშმაგებულები ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები. უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები ძალით მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა ამის ორგანიზატორი არის ხელისუფლება, რა თქმა უნდა ამის ორგანიზატორი არის "ქართული ოცნება"", - განაცხდა მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics