|
2017-10-21 13:38:48, 1897 ნახვა
საზოგადოება
ICDI-ის ცნობით, არჩევნებზე მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა
დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის (ICDI) განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნისა და წილისყრის პროცესები ძირითადად კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა მცირე პროცედურული დარღვევები. ამის შესახებ სააგენტო „პირველში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა მერი კაპანაძემ განაცხადა და დასძინა, ანგარიში ICDI-ის 150-მდე დამკვირვებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. "დარღვევები იყო შემდეგი სახის: უბნის დაგვიანებით გახსნის 3 ფაქტი; საარჩევნო დოკუმენტაციის არაჯეროვნად წარმოების 2 ფაქტი, კერძოდ, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება და რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემის პროცედურული წესის დარღვევა. მოცემული მომენტისათვის „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 3 საჩივარი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად რეაგირებს დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ეტაპისათვის საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოსა და კანონმდებლობით დადგენილი წესით. ICDI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა „პირველში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლმა.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)