14:06 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 11:56:38, 2045 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის შრომის ფასი

"მე ხმა მივეცი სიცოცხლით სავსე ქალაქს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის, რეგიონის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის.

"ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის შრომის ფასი, რომელიც აფასებს მოხუცებულებს, ჩვენს თაობას და ნამდვილად იცის, თუ რა უნდა მომავალს. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს დღეს საქართველოში. ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ადგილებზე წყვეტს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი საქართველო, ჩვენი რეგიონები და რა თქმა უნდა, დედაქალაქი," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი არჩევნებზე ხმის მისაცემად ქალიშვილთან ერთად მივიდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics