14:06 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 09:27:38, 1985 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია: მომდევნო ათწლეული დამოკიდებულია დღევანდელ არჩევნებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაყალბების გასანეიტრალებლად მოქალაქეების აქტიურობა ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

 „მე არ მგონია, რომ დარჩა მოქალაქე, რომელიც ვერ აცნობიერებს მნიშვნელობას ამ არჩევნებისა. ახლა ყველაზე მთავარი რაც არის, რომ მაქსიმალურად ყველა მოქალაქე გამოვიდეს საარჩევნო ურნებთან. ეს არის ის მექანიზმი, რომელიც გაანეიტრალებს „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა გაყალბების სქემას. მუშავდება რა თქმა უნდა „ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთი სქემა გაყალბების თუმცა თუ მაღალი აქტივობა იქნება ვერც ერთი მილიონი, ვერც ერთი მილიარდერი და ვერანაირი გაყალბების მეთოდი ვერ იქნება წინააღმდეგობაში მოსული ხალხის ნებასთან. არჩევნები უნდა გახდეს გარდამტეხი ქვეყნის მომდევნო განვითარებისთვის. მომდევნო ათწლეული დამოკიდებულია დღევანდელ არჩევნებზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics