04:03 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 14:29:03, 2378 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიება დაიწყება

უკრაინის სასამართლომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს დაავალა, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონო მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას, - ამის შესახებ უკრაინელმა ადვოკატმა რენატ კუზმინმა განაცხადა.

როგორც კუზმინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

"გუშინ, პეჩერსკის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი საჩივარი და პოლიციას დააკისრა სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონო მინიჭების და ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიება ჩაატაროს. ახლა სააკაშვილს აქვს სრული უფლება უმაღლეს რადასთან დადგეს და ყველა დამნაშავის დასჯა მოითხოვოს, როგორც პრეზიდენტის, გენპროკურორის, ასევე შს მინისტრის", - განაცხადა გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics