|
2017-10-20 12:05:51, 1709 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა
თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის მეორე ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მიმართეს. როგორც თეა წულუკიანმა გამოსვლაში აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ადამიანის უფლებებისა და სამართლის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს და ამის დასტური აღნიშნული ფორუმიცაა. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. „სასამართლო რეფორმა იყო პირველი და დიდი ნაბიჯები გადაიდგა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა გაზრდილიყო, რომ დანერგილიყო ღია და გამჭვირვალე მმართველობის სისტემა; პარალელურად, გავატარეთ პროკურატურის რეფორმა და გაძლიერდა ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ღია და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის არსებობა, კორუფციის პრევენცია. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას" (OGP) შეუერთდა, მიმდინარე წლის სექტემბერში კი, ჩვენმა ქვეყანამ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადმოიბარა", − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში. მიმდინარე ფორუმი რიგით მეორეა. პირველი სამართლებრივი ფორუმი 2015 წელს ერევანში ჩატარდა. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)