02:25 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 20:55:57, 2894 ნახვა

მსოფლიო
მერილენდის შტატში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

ამერიკის შტატ მერილენდში სროლა იყო, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ FOX News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქ ბალტიმორში მოხდა. ინციდენტის შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედიის ცნობით, გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც მაღაზიის თანამშრომლები არიან.

სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ის 37 წლის რადი ლაბებ პრინსია. მან ადგილიდან მიმალვა მოახერხა. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გასვლისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თავდამსხმელი შეიარაღებულია და სახიფათოა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics