04:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 12:15:55, 2073 ნახვა

კომენტარი
კობახიძე აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებზე: ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებთან ერთად, სამებაში, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 გმირს პატივი მიაგო.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ასეთმა ადამიანებმა მოუტანეს საქართველოს დღემდე დამოუკიდებლობა.

„დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს. ჩვენ მივუსამძიმრეთ მათ ოჯახებს. ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების, ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ღირსება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics