23:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 12:51:44, 2397 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარმა კალიფორნიის შტატში 1500 ობიექტი გაანადგურა. ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ცნობით, სტიქიის გამო რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სონომას შერიფის განცხადებით, 155 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

როგორც BBC წერს, 91 ათასზე მეტი ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ მონაცემებს Los Angeles Times ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2000 ობიექტი განადგურდა. ასევე, აღნიშნული მედიის მონაცემებით, დაკარგულად 200 ადამიანი ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი კალიფორნიის შტატში კვირას გაჩნდა. წინასწარი ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სიცხეა. სპეციალისტების თქმით, რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში არ უწვიმია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics