|
2017-10-10 19:32:11, 2039 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგის განვლილი ტურის მიმოხილვა
07-08 ოქტომბერს, „მოყვარულთა ლიგა 2017“-ის ფარგლებში, „ავაზასა“ და“ მარაკანას“ სტადიონებმა თბილისის პირველი და უმღლესი ლიგების მორიგ ტურებს უმასპინძლა. თამაშები, უმეტესად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. უმაღლეს ლიგაში, გასავარდნ ზონაში მყოფი „35-ე თბილისი“ “ სსგ აფხაზეთს“ დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ „აფხაზეთის“ გამარჯვებით (3:4) დასრულდა. საწყის წუთებში “35-ე თბილისი“ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა,რაც ორბურთიან უპირატესობაში გარდასახა,მაგრამ მეტოქე გონს მალევე მოეგო და ჩამორჩენა პირველივე ტაიმში აღმოფხვრა. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და მატჩის სადავეები „აფხაზეთის“ ხელში გადავიდა. გადამწვეტი მომენტი გამოდგა “სსგ აფხაზეთის“ ფეხბურთელის, გოგა ბოჭორმელის შორეული გასროლა,რომელმაც ბურთი დაახლოებით 60 მეტრიდან მოათავსა მეტოქის კარის ბადეში და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. უხერხული მეტოქე გამოდგა „უქიმერიონისთვის“ „კვარტალი“, რომელმაც პირველადგილოსანს სასურველი ქულები დააკარგვინა. თამაშის მოგება ორივე გუნდს შეეძლო მაგრამ, საბოლოოდ ფრე (0:0) დასრულდა. ამ შედეგით ისარგებლა „სეუმ“, რომელმაც ტექნიკური მოგება მიითვალა და სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულებით ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა. ასევე, საყაიმო ანგარიშით დასრულდა გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების, „დიდუბისა“ და „ტტც“-ს შეხვედრა, რომელთათვისაც თითოეული ქულა მნიშვნელოვანია. მე-16 ტური გაიმართა თბილისის პირველ ლიგაში. ამ ტურამდე მეორე ადგილზე მყოფმა „დადიანმა“ თავის შეხვედრაში იოლი სამი ქულა მოიპოვა საფლეიოფო ზონაში მოსახვედრად მებრძოლ „ბასასთან“ და ცხრილში გალიდერდა. გადაასწრო რა ბურთების უკეთესი სხვაობით სატურნირო ცხრილის ლიდერ “თბილისის საქალაქო სასამართლოს“, რომელმაც ამ ტურში ტექნიკური მოგება მიითვალა „ს.კ ვენდისთან“. მესამე ადგილზე მყოფმა „ბასიანმა“ იოლად დაამარცხა „თ.ს აკადემია“ 6-1. დაძაბული შეხვედრები გაიმართა საფლეიოფო ზონაში მოსახვედრად მებრძოლ გუნდებს შორის: „პლატინუმმა“ 2-0 დაამარცხა „ქომაგები“, ხოლო „გლდანმა“ 4-2 „თბილისი სითი“. იმარჯვა საფლეიოფო ზონაში მყოფმა კიდევ ერთმა გუნდმა „არისტოკრატებმა“, რომლებმაც „ინტექსი“ დაამარცხეს 4-2. რაც შეეხება სხვა თამაშებს, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა გახსნილი თამაში შემოგვთავაზეს და შესაბამისად უხვგოლიანობით გამოირჩა: „მეთოფეები“-„ტაბახმელა“( 2:2) , „დელ მარი“-„უქიმერიონ 1960 „(4:1) , „კახორი“-„ლოკომიტივი“( 3:0 ). თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|













epn.ge (@expressnews.ge)