21:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 15:37:20, 2569 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელშიც რუსეთი აგრესორად არის აღიარებული

უკრაინის უმაღლესმა რადამ დონბასის რეინტეგრაციის შესახებ საპრეზიდენტო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მიღებული კანონპროექტის თანახმად, რუსეთი აგრესორ ქვეყნად არის მოხსენიებული.

კანონპროექტს, “არაკონტროლირებად დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ“ მხარი 233-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინა უარს აცხადებს "ანტიტერორისტული ოპერაციებზე" დონბასში. ამასთან, თვითგამოცხადებულ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებს "დროებით ოკუპირებულის" სტატუსი მიენიჭა.

ხმის მიცემის დაწყებამდე რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ გაიხსენა, რომ მინსკის შეთანხმებების თაობაზე კანონპროექტში არაფერი წერია. 

ოფიციალურ მოსკოვში კანონპროექტი გააკრიტიკეს. მინსკის საკონტაქტო ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ „კანონპროექტი სრულიად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, უფრო მეტად აშორებს დონბასსა და ლუგანსკს უკრაინას და პროცესებს ბლოკავს".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics