07:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 13:38:31, 2401 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობისთვის დაპირებები აქვს გაცემული, რომლებიც უნდა შეასრულონ.

„რა გითხრათ, რა თქმა უნდა არ ვაპირებ კენჭისყრას. მინდა ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როდესაც ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ბოლო მონაკვეთს, ავტობანის. მანამდე ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის დაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით, არის აღსასრულებელი და ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს ამისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics