07:53 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 15:04:03, 2269 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას ხვდება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინაც შეხვდა. შეხვედრაზე მიწვეული იყო მმართველი გუნდიც, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტთან შეხვედრის ეს ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა. მათ სურდათ გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციური პარტიების გარეშე შეხვედროდნენ. პრეზიდენტმა მათთვის სასურველ ფორმატში შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა და ეს შეხვედრა გუშინ შედგა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  პრეზიდენტი იზიარებს  საჭიროებას,  ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებზე ცვლილებები კონსტიტუციაში რაც შეიძლება მალე აისახოს. კერძოდ, საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტს სთხოვა, მმართველ გუნდთან ცალკე შეხვედრის შემთხვევაში, მათთან კონსულტაციები კვლავ გაემართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics