19:54 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 13:51:18, 1869 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის მე-10 საარჩევნო ოლქიდან, ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლების მე-8 კორპუსისა და წულუკიძის ქუჩის მე-4 შესახვევის მცხოვრებლებს შეხვდა.
ლევან დავითაშვილმა ადგილობრივებთან ქალაქის განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.  
როგორც შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მასშტაბური პროგრამით ჩაერთო.
„მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა ყველა იმ მიმართულებას მოიცავს, რომელიც დღეს თბილისის მოსახლეობას აწუხებს.
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ვპირდები, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი პროგრამა მათ სრულად შეეხება, რაც პრაქტიკულად ყველა იმ პრობლემის მოგვარებას გულისხმობს, რომელიც დღეს მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა.


(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics