|
2017-10-02 21:19:07, 1953 ნახვა
საზოგადოება
3 ოქტომბრის ანონსი
ხვალ, 3 ოქტომბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო „იოტაში" (თბილისი, ლერმონტოვის 10) გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მიმდინარე წლის სექტემბრის თვის, ასევე 2017 წლის 9 თვის ტურისტული მაჩვენებლები და მთის კურორტებზე გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნება წარმოდგენილი. პრესკონფერენციას ჩაატარებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და მთის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი. 2017 წლის 3 ოქტომბერს 11:00 საათზე სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის " საზოგადოება წამების წინააღმდეგ" დაწყების პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი მისამართი:ნ.რამიშვილის #6 ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეხვედრა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან, ჰარლემ დეზირთან და მის თამნხლებ პირებთან, ანა ლუბლანდთან და აიდარ ბოტაგაროვთან. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სათათბირო ოთახი ხვალ, 12:00 საათზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგი თბილისში ჩატარდება. 3 ოქტომბერს 12 საათზე სწავლება თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება. ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებმაც თბილისის მერობის კანდიდატებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ დეკლარაციაზე ხელმოწერისთვის მიმართეს, ხვალ, 3 ოქტომბერს, პრესკონფერენციას გამართავენ და გაასაჯაროებენ, თუ რომელი კანდიდატები შეუერთდნენ დეკლარაციას. პრესკონფერენცია ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ ოფისში 16:00 საათზე გაიმართება.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)