03:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-01 12:20:07, 1931 ნახვა

პოლიტიკა
ოზურგეთის მერობის კანდიდატი მოჭიდავეებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე სპორტის განვითარების ცენტრში, ქართველ მოჭიდავეებს შეხვდა.

მერობის კანდიდატთან ერთად, სპორტსმენებს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე შეხვდა და აღნიშნული სფეროს მიღწევებზე ისაუბრა.

„დღეს შესანიშნავი შეხვედრა შედგა. მოჭიდავეთა მხარდაჭერას ძალიან ვაფასებ. ოზურგეთი სპორტი სამ სახეობაში წარმატებებით ნამდვილად გამოირჩევა. ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით თქვენს თანადგომას დაარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

შეხვედრას ასევე, პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში მერაბ ჭანუყვაძე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი დავით გრძელიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძე და„ფალავანთა კლუბის“დირექტორის მოადგილე ავთო თავაძე ესწრებოდა.

„სპორტული საზოგადოება ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად გაერთიანდა. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რას აკეთებდა და აქედან გამომდინარე, რას გააკეთებს იგი ამ მიმართულებით.სწორედ ამიტომ, მოჭიდავეთა ოჯახი იდგა და დღესაც დგას ბეგლარ სიორიძის გვერდით“, - აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ.

ოზურგეთის მერობის კანდიდატმა მოჭიდავეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics