05:06 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 17:53:04, 2171 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი შვიდივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის - რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის - თემურ აბაზოვი, ბოლნისის - დავით შერაზადიშვილი, დმანისის - გიორგი ტატუაშვილი, წალკის - ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს - გიორგი ქორიძე.

პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

„თითოეული მათგანი ნამდვილი პროფესიონალია, რომლებიც მზად არიან, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, თითოეული თქვენგანის პრობლემის გადაჭრას მოახმარონ. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა და ერთად უნდა შევქმათ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მერობის კანდიდატებს მთელი საქართველოს მასშტაბით წარადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics