18:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 14:00:36, 2354 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ძალაში 28 ნოემბრიდან შევა

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ძალაში 28 ნოემბრიდან შევა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვები ახალი კანონის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყნის კონგრესმა მიიღო. შემდეგ კანონს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი.

მედიის ცნობით, სანქციები რუსულ ბანკებსა და ნავთობკომპანიებს ეხება.

როგორც მედია წერს, სანქციები პირველი და მეორე დირექტივებით რეგულირდება. კერძოდ, პირველი დირექტივა რუსული საკრედიტო ორგანიზაციების შეზღუდვებს არეგულირებს, ხოლო მეორე ნავთობისა და გაზის კომპანიებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics