14:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 19:19:35, 1245 ნახვა

სამხედრო
სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი გრძელდება

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD  ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. დღეს, სასწავლო პროცესს  საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

უცხოელი სტუმრები სწავლების მიმდინარეობას დააკვირდნენ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნაა. სწავლება ნატოს ნდობის ფონდის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც სოფელ  სკრაში მდებარე საბრძოლო მასალების დაზიანებული საცავის გასუფთავებას ითვალისწინებს. ქართველი სამხედროების მომზადებას აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები ახორციელებენ. ისინი სწავლობენ ტექნიკას, თუ როგორ მოახდინონ აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფა. ეს არის ევროპული სარდლობის მხარდაჭერა. საქართველო დაახლოებით 100 000 დოლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს, რათა ქართველმა სამხედროებმა უფრო ეფექტურად შეძლონ სოფელს სკრის ტერიტორიის გასუფთავება“, - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ტრენინგი 21 აპრილს დაიწყო და 8 მაისს დასრულდება. ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში,  აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები (EUCOM) 15 სამხედრო მოსამსახურეს სამი კვირის განმავლობაში ამზადებენ. სწავლება სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ბაზასა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე იმართება. ტრენინგი განაღმვით ოპერაციებში სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics