05:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 13:26:10, 2227 ნახვა

სამართალი
ცესკო-მ კახი კალაძესთან დაკავშირებით მედიაში გასული სიუჟეტის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო.

ამის  შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, საუბარია სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.

ჟვანიას განმარტებით, კონკრეტულად, ფაქტი ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის, საუბნო-საარჩევნო  კომისიის თანამშრომელს, რომელსაც ეკრძალება  წინასაარჩევნო კამპანიაში  და აგიტაციაში  მონაწილეობის მიღება:

„ჩემი პირადი მითითებით გუშინ  დაიწყო მოკვლევა  შესაბამისმა საოლქო-საარჩევნო კომისიამ.  ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

„რუსთავი2“-ის სიუჟეტის მიხედვით,  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კვირას, კახი კალაძესთან შეხვედრაზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სხვადასხვა საბავშვო ბაღების თანამშრომლები, ავტობუსებით წაიყვანეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics