02:26 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 13:12:25, 2188 ნახვა

პოლიტიკა
წინასაარჩევნოდ ცესკო-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 5 ფაქტი დააფიქსირა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას წინასაარჩევნო დარღვევებსა და ხარვეზებზე მიაწოდა ინფორმაცია.

კერძოდ, თამარ ჟვანიას თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს,   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 5 ფაქტი გამოვლინდა.

მისივე განმარტებით, ძირითადად დარღვევები  საარჩევნო კამპანიის წესებთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთანაა დაკავშირებული:

„ამ ეტაპზე ტენდენციის სახე მიეცა ისეთი ტიპის განცხადებებს, რომლებიც ეხება წინასაარჩევნო კამპანიის წესებსა და  ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებას.  ადრე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შევადგინეთ და გუშინდელი მოცემულობით კიდევ დამატებით 3 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ისინი ეხებოდა საარჩევნო კამპანიის წესებსა და  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics