|
2015-01-15 15:29:47, 3054 ნახვა
სამართალი
შსს-მ ISIS-ის ქართველი მებრძოლის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ISIS-ის ქართველი მებრძოლის თამაზ ჭაღალიძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 330-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. 330-ე პრიმა მუხლი ნიშნავს საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებას, ან სხვაგვარ მიწოდებას ამ კოდექსის 323-ე–330-ე, 3302 და 3311 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს წარმოშობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. შეგახსენებთ, ბათუმელმა რადიკალმა მუსლიმმა, 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს და სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა. ჭაღალიძემ მიმართვა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გაავრცელა. „ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაკებეშნიკი ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს მწარედ ინანებთ თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“, – წერს თამაზ ჭაღალიძე.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)