12:02 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 15:39:00, 3373 ნახვა

საზოგადოება
ოპერის პრიმადონა ცისანა ტატიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

სახალხო არტისტი, ოპერის პრიმადონა ცისანა ტატიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცისანა ტატიშვილს, 38-წლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში, ბევრჯერ ევროპის მოწინავე საოპერო თეატრებში დარჩენა შესთავაზეს, თუმცა მან ყველა მნიშვნელოვან წინადადებაზე უარი თქვა.

ქართველ სოპრანოს ყველა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული.

ცისანა ტატიშვილი, შტრაუსის "სალომე"-ს ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, რისთვისაც მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში შევიდა, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად.

ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ 2010 წელს გაიხსნა.

ოპერის პრიმადონას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics