|
2017-09-21 16:45:46, 2334 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილების საიდენტიფიკაციო სამაჯურებით სამშობიაროების მომარაგებას აგრძელებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორმა გივი აზაურაშვილმა „ჰერას“ კლინიკას ესტუმრნენ და ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცეს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს, და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდენტიფიკაციო სამაჯურებს. შედეგად, სააგენტოს ცნობით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებები ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება. „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი ტენდერის გზით მიიღო ევროპული კომპანიისგან „PDC Healthcare“. კომპანია (http://www.pdcorp.com/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია და სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტთან ერთად უზრუნველყოფს ახალშობილებისთვის უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. „PDC Healthcare“-ს ამ სფეროში საქმიანობის 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქციას მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით აწარმოებს. სამაჯურების დამზადება 29 600 ლარი დაჯდა. ერთი სამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ბავშვი იბადება. ამ სამაჯურების დახმარებით მოხდება ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე. სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ 20 000-ზე მეტი სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს რეგიონების სამშობიარო სახლებში, მათ შორის, ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ოზურგეთის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სამშობიარო სახლებში, თბილისის „იმედის,“ „გაგუას“ და „ჩაჩავას“ კლინიკებში. დღეს საიდენტიფიკაციო სამაჯურები „ჰერას კლინიკის“ პატარებმაც მიიღეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს მომავალშიც მოამარაგებს“, - აცხადებენ სააგენტოში. (NS)
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)