13:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 17:15:39, 2734 ნახვა

მსოფლიო
ამერიკამ ვიზების გაცემა გაამკაცრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყანაში ჩასვლის მსურველებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა, - ამის შესახებ New York Times სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონზე დაყრდნობით იუწყება.

ახალი წესების მიხედვით, ვიზის მიმღები პირი ვალდებულია ამერიკაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში შეასრულოს ის მიზანი, რაც ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციაში მიუთითა. იმ შემთხვევაში, თუ ვიზის მიმღები პირველი 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში ყოფნის მიზნებს შეცვლის და იმას განახორციელებს, რაც არ ჰქონდა მითითებული გასაუბრების დროს, მაგალითად დაიწყებს მუშაობას, დაქორწინდება აშშ-ის მოქალაქეზე და ასე შემდეგ, შესაბამისი უწყებები ჩათვლიან, რომ მან იცრუა და ვიზის გამცემ ორგანოს "ყალბი ინფორმაცია" მიაწოდა.

ცვლილების თანახმად, თუ მსგავსი ფაქტები დაფიქსირდება, პირს ვიზის მეორედ მიღება გაუჭირდება, შეექმნება პრობლემები სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ ის აშშ-ის ტერიტორიაზე იქნება, მას დეპორტაცია ემუქრება.

მედიის ცნობით, მიზნებისა და გეგმების შეცვლა 3 თვის შემდეგ შედარებით ნაკლებ პრობლემასთან არის დაკავშირებული, თუმცა მაინც ავრცელებს გარკვეულ შეზღუდვებს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ამერიკამ 6 მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების წესები გაამკაცრა. ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეები აშშ-ში ვიზის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი ვიზიტის მიზანი საქმიანი შეხვედრა ან ახლო ნათესავების მონახულება იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics