19:54 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 22:17:09, 2253 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

თბილისში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერი მაპეი ჰუა, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს შეხვდა. 

მხარეებს შორის საუბარი ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითად საკითხებს შეეხო.

კახა კალაძემ ხაზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია.

მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც მათი შეფასებით, ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.

შეხვედრაზე ასევე,ახალი აბრეშუმის გზის პროექტი და ამ მიმართულებით, საქართველოს როლი და შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივებსაც.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორად განიხილავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics