19:54 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 21:56:20, 2139 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკა და მისიძირითადი მიმართულებები წარუდგინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას,პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.

საპრანსპორტო პოლიტიკა მოიცავსსაზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების და მგზავრობის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების არსებით შემცირებას და ტრანსპორტირებისა და მგზავრობის მომსახურების ხარიხის ამაღლებასა და უსაფრთხოების ზრდას.

მერობის კანდიდატმაგანსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამ მიმართულებით თბილისში მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი. „ზოგადად, ეკოლოგია დაეკოლოგიური თვალსაზრისით პროექტების განხორციელება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა მან.

ამასთან, კალაძემ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, ღონისძიებაზე იმყოფებიან დარგისსპეციალისტები, რომლებიც სატრასპორტო პოლიტიკის მომზადების პროცესშიდა იმისთვის, რომ ქალაქში სამომავლოდ ბევრი სწორი პროექტი განხორციელდეს, თვეების განმავლობაში მის გუნდთან ერთად მუშაობდნენ.

„ასევე ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალგზარდაა დღეს ჩვენთან წარმოდგენილი. მინდა გითხრათ,ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ერთად უნდა განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი და თქვენ როლი. ახალგაზრდების როლი ამ საქმეში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მჯერა, რომ თქვენი თანადგომა გვექნება. ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენთაგანის და ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics