07:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 11:43:07, 2003 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ პროექტში ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ“ მონაწილეობა მიიღო

სასტუმრო „კოპალაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში  პროექტი ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ“ განახორციელა.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიზანი იყო  სამშვიდობო ინიციატივათა მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება ახალგაზრდებში, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

შეხვედრები   ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან გაიმართა, სამშვიდობო ინიციატივებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჩატარდა მასტერკლასები.

ასევე, საღამოზე „ქართული კალიგრაფიისა“ და  „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის“ გამოფენა მოეწყო. 

ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტის პარტნიორები იყვნნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაცია „რონდინე“, სასტუმრო „კოპალა“ (წყნეთი), კომპანიები  „პროფილი“  და  „მარიგოლდი“.

პროექტს შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი ხელმძღვანელობდა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics