18:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 17:16:43, 4064 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების ერთობლივ პროექტზე მუშაობენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას, მმართველ ძალას და ვენეციის კომისიას ერთობლივ დოკუმენტს წარუდგენენ.
 
აღნიშნული შედეგით დასრულდა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და პრეზიდენტის მრჩევლებს შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ.
 
საკონსტიტუციო რეფორმის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით წამოწყებული პროცესი ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებით დასრულდება, რომელიც ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადარჩენის შანსია.
 
"დღევანდელ შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება. ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის გუნდის ერთიანი ხედვა. უკვე უახლოეს დღეებში, მომდევნო კვირის დასაწყისში ეს ყველაფერი საბოლოოდ დოკუმენტური სახით ჩამოყალიბდება და წარედგინება საზოგადოებას,  საპარლამენტო უმრავლესობას, ვენეციის კომისიას.
 
კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად",  - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics