18:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 05:43:03, 2194 ნახვა

კომენტარი
სუბარი „ქართველთა მარშზე“: მათ ან ამ ცვლილებების გაგების უნარი აქვთ დაკარგული, ან შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე

„ამ ადამიანებს ან  არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენატრული კანონის ფორმულირების, ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ქართველთა მარშის“ გუშინდელ აქციას.

„ის თემა, რაზეც გუშინ ისინი აქციას აწყობდნენ, ორ რამეზე მეტყველებს, ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენატრული კანონის ფორმულირების, რომელზეცაა ლაპარაკი, ძალიან საჭირო ცვლილებების გაგების უნარი აქვთ დაკარგული, ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე და შესაბამისად, ისინი ვის საქმეს აკეთებენ თვითონ გაიკითხონ თავის თავზე, რომელი პარტიის, ან საქართველოს რომელი მეგობრების საქმეს აკეთებენ, როცა ასეთ შეგნებულ პროვოკაციებზე მიდიან“,-აღნიშნა  სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ,  „ქართველთა მარშის“ წევრები და მათი მხარდამჭერები  უცხოლებზე მიწის მიყიდვას აპროტესტებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics