06:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 11:35:57, 2228 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართველთა მარშის“ საპროტესოტო აქცია დასრულდა

 „დემოკრატიული საქართველო- ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართველთა მარშის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა.

„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, „ქართველთა მარშის“  ლიდერები    ორგანიზაციის ოფისში თათბირს გეგმავენ.

აქციაზე შეკრებულებს „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა სიტყვით მიმართა.

როგორც კორკოტაშვილმა აღნიშნა, ეს არ იქნება უკანასკნელი აქცია და „ქართველთა მარში“ უცხოელებზე მიწების მიყიდვის საკითხს მომავალშიც გააპროტესტებს.

„ახლა გთხოვთ მშვიდობიანად დავასრულოთ აქცია, ვთვლი, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო ზედმეტი. ლადო სადღობელაშვილი დააკავეს, ოღონდ არ ვიცი რატომ, არაფერი ჩაუდენია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და არავის მივცეთ საშუალებას, რომ ქართული მიწები გაყიდონ უცხოელებზე“,-განაცხადა კორკოტაშვიოლმა.

ცნობისთვის, აქციის პარალელურად თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში ამომრჩეველს ხვდებოდა.

აქციაზე სამართალდაცველებსა და „ქართველთა მარშის“ ლიდერებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ქართველთა მარშის“ ლიდერები 5 კაციანი დელეგაციით კახა კალაძის საარჩევნო შტაბში შესვლას და მერობის კანდიდატთან შეხვედრას ცდილობდნენ. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა დაპირისპირება, რის შედეგადაც  „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.  

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics