15:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 05:46:56, 2155 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: არასდროს არაფერი მომიპარავს, რაც კი გამაჩნდა, ქვეყანას მივეცი

„არასდროს არაფერი მომიპარავს, რაც კი გამაჩნდა აქეთ ქვეყანას მივეცი. ეს არის ჩემი ისტორია“, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე მისულ ჟურნალისტს, რომელიც მისი ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა.

როგორს სააკაშვილმა აღნიშნა, მას ანგარიშზე 5 ათასი ევრო აქვს დარჩენილი, მაშინ როდესაც, მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მილიონობით დოლარი აქვთ.

"მე ვიყავი პრეზიდენტი და კუჩმაც პრეზიდენტი იყო. რატომ არასდროს არ გიკითხავთ მისთვის თუ საიდან აქვს ფული და რით იხდის სასტუმროში ნომრის საფასურს? კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიყავი პრეზიდენტი და მაქვს მხოლოდ ერთი ანგარიში უკრაინის ბანკში გახსნილი, რომელზეც დაახლოებით 5 ათასი ევრო მაქვს დარჩენილი. მაშინ როდესაც კუჩმა მილიონობით ფულს იღებს. მან შექმნა ტელევიზიები, აიყვანა ჟურნალისტები, რომლებიც პროპაგანდას აწარმოებენ. მე ამას არ მოვითმენ. არ მოვითმენ, რომ კუჩმასნაირებმა ჩემს შემოსავლებზე ილაპარაკონ. პრაქტიკულად არ გამაჩნია უძრავი ქონება, მაქვს მხოლოდ ერთი სახლი საქართველოში, რომელიც 70 კვადრატულ მეტრს შეადგენს. არასდროს არაფერი მომიპარავს, რაც კი გამაჩნდა აქეთ ქვეყანას მივეცი. ეს არის ჩემი ისტორია", - განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და დასძინა, რომ "მატყუარა ჟურნალისტებს ვერ იტანს".

"სწორედ გამიგეთ დიდ პატივს ვცემ ჟურნალისტებს და ძალიან მიყვარს უკრაინელი ჟურნალისტები, მაგრამ ვერ ვიტან ჟურნალისტებს, რომლებიც იტყუებიან. მჯერა, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც აუდიტორიამდე მხოლოდ სიმართლის მიტანა სურს", - აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics