08:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 03:35:27, 2445 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 63 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 63 ადამიანი დააკავეს, აქედან 45 დაზვერვის ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელია, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ერთდროულად ქვეყნის 21 პროვინციაში ჩატარდა. გარდა ამისა, 9 ეჭვმიტანილი უკვე დააპატიმრეს.

მედიის ცნობით, პარალელურად კი, სტამბოლის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციურ გაზეთ “ჯუმურიეთის” 5 თანამშრომელი, რომელთაც ფეთჰულა გიულენის მოძრაობისა და ქურთების მუშათა პარტიასთან კავშირის გარდა, თურქეთის მიერ სირიელი ჯიჰადისტებისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით მასალები ჰქონდათ გამოქვეყნებული.

მომდევნო მოსმენა სასამართლოში 25 სექტემბერს გაიმართება. სიტყვის თავისუფლების დასაცავად, სტამბოლის სასამართლოსთან მანიფესტაცია გაიმართა, რომელსაც რიგით მოქალაქეებთან ერთად, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics