17:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 09:41:01, 2176 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონში მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. 
მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ყურადღება სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა. 
კახა კალაძის განცხადებით, ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობა იგეგმება, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ, გასართობ ინფრასტრუქტურას და სარეკრეაციო ზონებს მოიცავს.
 გარდა ამისა, რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი. 
მისივე თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მოხდება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და მეტროსადგურების რეაბილიტაცია. 
გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ტექდათვალიერების შემოღებას. 
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მერია იზრუნებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რათა დედაქალაქში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. 
კახა კალაძის თქმით, თავის გუნდთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ დედაქალაქს ხელშესახები ცვლილებები დაეტყოს და განვითარება  არამხოლოდ ცენტრალურ უბნებზე, არამედ თბილისის ყველა რაიონზე აისახოს. 
თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და განაცხადა, რომ თბილისის რაიონებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები მოეწყობა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 
გლდანის მცხოვრებლებმა კახა კალაძეს როგორც უბნის, ისე ინდივიდუალური საჭიროებები გააცნეს. 
მოსახლეობასთან შეხვედრებს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი გულია გოცირიძე, პარლამენტარები მამუკა მდინარაძე და გიორგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics