17:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 04:23:05, 2310 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: EBRD-ის პრეზიდენტმა მთავრობის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და სერ სუმა ჩაკრაბარტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, EBRD-ის პრეზიდენტმა მთავრობის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა.

„მინდა გამოვეხმაურო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, რომელიც გუშინ დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ვიღებთ მათგან. როგორც უკვე იყო ნათქვამი 200-ზე მეტი პროექტი არის დაფინანსებული ბანკის მხრიდან. ეს არის 3 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა ასევე შეფასება, როგორც ეკონომიკური გუნდის ასევე იმ ეკონომიკური პოლიტიკის და მთავრობის გადაწყვეტილებების, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული და იმ პროგრესის, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში გვაქვს, რისთვისაც მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics