21:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 01:55:09, 783 ნახვა

რეგიონი
ხულოში, სადაც მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან, ამ დროისთვის წვიმს

ხულოში, შავნაბადას მთაზე ამ დროისთვის წვიმს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსული ნალექი არ არის საკმარისი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის, ამიტომ მუშაობა გრძელდება.

ხანძრის სალიკვიდაციო შტაბი დილიდანვე შეიკრიბა და განაახლა მუშაობა. კლიმატური პირობების გამო ავიაცია სამუშაოებში ამ ეტაპზე ვერ ერთვება. ადგილზე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა აგრძელებს მუშაობას.

,,დღეს დილიდან მთაში წვიმს. დაეცა ტემპერატურა. არის საკმაოდ ძლიერი ნისლი. კლიმატური პირობების გამო ცოცხალი ძალა ჯერ ლოკაციებთან მისული არ არის. მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 50-მდე ადამიანი გასულია სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ ადგილზე შეაფასოს ვითარება და მდგომარეობა", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მედიასთან ინტერვიუში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics