13:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 07:06:19, 2269 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი: სესიაშვილმა ურჩიოს პრემიერს, რომ კრიზისების მართვის საბჭო გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფრიდან ქმედით ორგანოდ აქციოს

„მინდა, ვურჩიო ბატონ ირაკლი სესიაშვილს, ურჩიოს პრემიერ-მინისტრს, რომ კრიზისების მართვის საბჭო გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფრიდან  რეალურ, ქმედით ორგანოდ აქციოს“,-ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს კრიტიკის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებას.

„ამ შემთხვევაში არ გვექნებოდა ის მძიმე შედეგები, რომელიც გვქონდა. ურჩიოს ბატონ ჭიკაიძეს, რომ არ წავიდეს შევბულებაში მაშინ, როდესაც ხანძარშია გახვეული საქართველო, მართალია აქ ყოფნით ვერაფერს გააკეთებდა, მაგრამ ხალხს მაინც არ ალაპარაკებდა. ურჩიოს შინაგან საქმეთა  მინისტრს, არ უპასუხოს ყველა სატელეფონო ზარს და არ მოუყვეს ყველაფერი რაც იცის, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა“,-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ევროპილი საქართველოს წევრის ოთარ აბესაძის კრიტიკას კრიზისების მართვის საბჭოსადმი არ დაეთანხმა.

მან ოთარ კახიძეს კვალიფიკაციაზე ზრუნვა და კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში გარკვევა ურჩია. სესიაშვილის თქმით, პრემიერის ხელმძღვანელობით მაქსიმალური კოორდინაციით იყო მობილიზებული ქვეყნის რესურსები ბორჯომის ხეობაში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად:





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics