02:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 06:31:08, 2283 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება

 “მზის გოგონები“ („Girls on the Sun”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობს.

ახალი ფილმის გადაღებები კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების, ქალთა ბატალიონის “მზის გოგონების ხელმძღვანელია”, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა, მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული. 

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყება,  ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ხოლო, ფილმის ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები, კერძოდ: ახალციხესა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა. 
 
კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფროდაუფრო აქტუალური ხდება და  უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე 6 ფილმი გადაიღეს. ხოლო 2 ფილმის გადაღება სულ მალე დაიწყება. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics