|
2017-08-27 09:23:22, 2881 ნახვა
სამართალი
შსს-ს ქბრბ ჯგუფი ავზში დაბინძურებული წყლის უტილიზაციას აწარმოებს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის - „მი-8" - ს ავარიული დაშვების ადგილზე, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ წყალსაცავთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება და საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის უტილიზაციას (სასარგებლო, გამოსადეგი. ნარჩენების გამოყენება რაიმე სახით) აწარმოებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ვერტმფრენის ავარიული დაშვების ადგილზე ქბრბ ჯგუფის მიერ განხორციელებული სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაათვალიერა და არსებული მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია მიიღო. "შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა. ავზში არსებული წყალი კი ქბრბ ჯგუფის მიერ სრულად გაიწმინდება. პირველადი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ხელოვნურ ავზში დაახლოებით 1,3 ტონამდე საავიაციო საწვავი ჩაიღვარა. ქბრბ ჯგუფმა წყლის გაჟონვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა",-აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)