|
2017-08-15 10:41:35, 2613 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო ტექნიკური კურსი გაიარეს
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 15-მა თანამშრომელმა „მაღალი მთის სამთო ტექნიკური კურსი“ გაიარა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლების დასრულების შემდეგ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ მათ შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა. მათივე ცნობით, ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მაღალ მთაზე გადაადგილების ხერხები, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკა, დაზარალებულის დახმარება და ევაკუაციის საკითხები შეისწავლეს. სასწავლო კურსის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეების კვალიფიკაციისა და მომზადების დონის ამაღლება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)