22:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-13 12:36:27, 2759 ნახვა

სამართალი
შსს: უკრაინის შს მინისტრსა და გიორგი მღებრიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგ  Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიჩანაწერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია.

“მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, - აცხადებენ  შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, Страна.ua-მ გაავრცელა ა აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსი პრანკერები ამბობენ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics