16:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 18:10:36, 2199 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდაზე ხანძრის შემდგომ დაზიანებული ფერდობი სპეციალისტებმა დაათვალიერეს

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით,  მთაწმინდაზე  ხანძრის შემდგომ დაზიანებული ფერდობი გარემოს ეროვნული სააგენტოს, სატყეო დეპარტამენტისა და  თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა დაათვალიერეს. შესაბამისი სამსახურები შესთავაზებენ რეკომენდაციებს მერიის ეკოლოგიის სამსახურს და შემდგომში დაიგეგმება ტყის საფარის აღდგენითი სამუშაოები.

,,ამ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის ფორმირება პრაქტიკულად გამორიცხულია, შესაძლებელია მხოლოდ ძალიან თხელ ფენაში განვითარდეს, რადგან აქ ნალექების დანაგროვები ძალიან მცირე რაოდენობით არის’’, -  განაცხადა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა შოთა ლობჟანიძემ.

ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პროფესორმა ჯუმბერ ლომიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„ეს ტერიტორია სუბარიდული ზონაა და ნალექები ძალიან მცირეა რაოდენობით არის. ჰაერის ტენიანობა ძალიან დაბალია, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოეწყოს სარწყავი სისტემა.  ნიადაგიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი მერქნული მცენარეები, რომლის ფესვთა სისტემაც ზედა ფენაში იქნება განლაგებული, რომ მოსული ნალექები შეითვისოს. ჩვენ შევისწავლით ტერიტორიას და შესაბამის რეკომენდაციებს დავდებთ‘’, -აღნიშნა ჯუმბერ ლომიძემ.

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ჰექტარ ტერიტორიაზე 200-მდე ძირი ხე დაიწვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics