10:10 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 15:06:37, 2467 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 15%-მა ვერ გადალახა

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 15%-მა ვერ გადალახა.

 ამის შესახებ შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შარშანაც იგივე შედეგი იყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დღეს დაიწყო.  12:00 საათზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგი გამოქვეყნდა.

აბიტურიენტებს შედეგების აპელაციისთვის 5-დღიანი ვადა ექნებათ.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  41 200-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics